რუსეთის გამანადგურებელმა სუ-35-მა ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავს საფრთხე შეუქმნა. ინციდენტი სირიასთან ახლოს, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, რუსულმა სამხედრო საჰაერო ხომალდმა ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავის გადაადგილებას სამჯერ შეუშალა ხელი.
ვაშინგტონში ამ ინციდენტს რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლო უწოდეს. სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავების ქმედებამ ამერიკელი პილოტების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.