დანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. პარტიას ამომრჩეველების 25,9%-მა დაუჭრა მხარი. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
მეორე ადგილზე მემარჯვენე ცენტრისტული „ლიბერალური პარტიაა“. მას ელექტორატის ხმების 23,4% ერგო. საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პარტიის დამარცხება უკვე აღიარა დანიის პრემიერმინისტრმა. ლარს რასმუსენმა "სოციალ-დემოკრატებს" გამარჯვება მიულოცა.
"სოციალ-დემოკრატები" და სხვა მემარცხენე პარტიები, საკნონმდებლო ორგანოში 179 ადგილიდან, სავარაუდოდ, 90 მანდატს მიიღებენ.
ექსპერტების შეფასებით, სოციალ-დემოკრატების გამარჯვება მეტწილად, მათ მიერ მხარდაჭერილმა მკაცრმა საემიგრაციო კანონმა განაპირობა.