„როსკოსმოსმა“ ტოპ-მენეჯერის უცხოეთში გაქცევის გამო საზღვარგარეთ წასვლაზე წესები გაამკაცრა

„როსკოსმოსმა“ ტოპ-მენეჯერის უცხოეთში გაქცევის გამო საზღვარგარეთ წასვლაზე წესები გაამკაცრა

"როსკოსმოსის" გენერალურმა დირექტორმა დმიტრი როგოზინმა თანამშრომლების საზღვარგარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი მოთხოვნების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამკაცრებული მოთხოვნები უპირველეს ყოვლისა შეეხება "როსკოსმოსის" ტოპმენეჯერებსა და მმართველი რგოლის თანამშრომლებს, ვისაც საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა აქვს. РИА-ს წყაროს ცნობით, ამ მოთხოვნების გამკაცრება გამოწვეულია კომპანიის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერის საზღვარგარეთ გაქცევით.

"როსკოსმოსში" ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ადრე Коммерсант-ი წერდა, რომ "როსკომოსის" შემადგენლობაში არსებული კვლევითი ინსტიტუტის სივრცის აპარატურის გენდირექტორი იური რასკინი საზღვარგარეთ გაიქცა. აპრილში ის ევროპაში ბიზნესთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად წავიდა, თუმცა მოგვიანებით გამოაგზავნა წერილი, სადაც იუწყებოდა რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებდა.