ტრამპი თავის დაბალ რეიტინგს მედიას აბრალებს

ტრამპი თავის დაბალ რეიტინგს მედიას აბრალებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორუმპირებული მედიის გამო, მისი რეიტინგი შედარებით დაბალია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ტოტალურად კორუმპირებული მედია ნაკლებად კორუმპირებული რომ ყოფილიყო, ჩემი რეიტინგი მინიმუმ 15 ქულით მეტი იქნებოდა, რაც ეკონომიკაში ჩვენი გრანდიოზული წარმატების დამსახურებაა. ეს შედეგი შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოც კია. ხოლო თუ კორუმპირებული მედია იქნება სამართლიანი, მაშინ ჩემი რეიტინგი 25 ქულით მეტი იქნებოდა. მიუხედავად ყალბი ამბებისა, ჩვენ კარგად ვმუშაობთ“, - წერს ტრამპი

სოციოლოგიური გამოკითხვებით, აშშ-ის მოქალაქეთა 48 პროცენტი დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს.