ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელს ყოფილი პირველი ლედის ნეხამა რივლინის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
ისრაელის პირველი ლედი ნეხამა რივლინი 4 ივნისს 73 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. მისი მეუღლე რუვენ რივლინი ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისრაელის მე–10 პრეზიდენტი და პარლამენტის ორგზის სპიკერი იყო.