ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონის მერ სადიკ ხანს უპასუხა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ხანი მაგონებს ჩვენს სულელ და არაკომპეტენტურ ნიუ-იორკის მერს ბილ დე ბლასიოს, რომელიც თავის სამუშაოს საშინლად ასრულებს. თუმცა, სიმაღლით ხანი მხოლოდ მისი ნახევარია,"- დაწერა ტრამპმა.
მანამდე ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რიტორიკა მე-20 საუკუნის ფაშისტების განცხადებებს შეადარა. სადიკ ხანი ზოგადად ტრამპის კრიტიკითაა გამორჩეული და თეთრი სახლის ლიდერის დიდ ბრიტანეთში ვიზიტს გმობს. დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი 3-5 ივნისს იმართება.