საბერძნეთის საიმიგრაციო პოლიტიკის მინისტრმა დიმიტრის ვიტსასმა თავშესაფრის მაძიებელ პირთა ევროპის სხვა ქვეყნებში განსახლება მოითხოვა. მინისტრის მოსაზრებით, რომლის სიტყვებსაც გერმანული Welt am Sonntag-ი ციტირებს, საბერძნეთს ყოველწლიურად შეუძლია გადახედოს არა უმეტეს 20 ათასი მოთხოვნისა, თუმცა 2018 წელს საბერძნეთისგან თავშესაფრის მიღებას 60 ათასამდე განმცხადებელი ითხოვდა.
ბერძენი მინისტრის განცხადებით, ლტოლვილის სტატუსის მისაღებად გაკეთებული მოთხოვნების რაოდენობა ევროპის ქვეყნებზე უნდა გადანაწილდეს. ამასთან, ვიტსასმა უკუაგდო მოსაზრება იმის შესახებ, რომ საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები არაეფექტურად მუშაობენ და დასძინა: "საბერძნეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს", თუმცა არსებული ვითარება ქვეყნის შესაძლებლობებს აჭარბებს. მან ბრიუსელი ასევე დაადანაშაულა, რომ ევროკავშირმა საბერძნეთი მარტო, პირისპირ დატოვა პრობლემის წინაშე.
2019 წლის მაისში თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მიგრანტთა ისევ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.