თეთრი სახლის დაცვამ უცნობ კაცს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველების თქმით, შუახნის კაცი თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილლობდა. ამის შესახებ xinhuanet-ი წერს.
ის დაცვის წევრებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტისას დონალდ ტრამპი შენობაში არ იმყოფებოდა.
დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.