ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მას თან მეუღლე მელანია ტრამპი ახლავს. ამის შესახებ dailymail-ი წერს.
ტრამპის ვიზიტი გაძლიერებული დაცვის ფონზე მიმდინარეობს, რადგან ვიზიტი პროტესტის ფონზე ჩაივლის. მსვლელობებია დაგეგმილი როგორც ლონდონში, ისე დიდი ბრიტანეთის სხვა დიდ ქალაქებში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში 3 დღის განმავლობაში დარჩება.
თეთრი სახლის ლიდერს ბუკინგემის სასახლეში დედოფალი ელისაბედ მეორე მიიღებს. ვახშამს, ამერიკელი მეგან მარკლის გარდა, სამეფო ოჯახის ყველა წევრი დაესწრება.