"არ არის გამორიცხული, მალე სერიოზული ადამიანი გახდეს" - რას წერს დასავლური და რუსული მედია ვლადიმერ ზელენსკიზე

ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას 20 მა­ი­სი­დან შე­უდ­გა. ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნია უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო რა­და­ში გა­ი­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ის დროს, ზე­ლენ­სკის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო­ე­ბი, მათ შო­რის სამ­კერ­დე ნი­შა­ნი და ბე­ჭე­დი გა­და­ე­ცა.

ახ­ლა­დარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტზე მთე­ლი მსოფ­ლიო სა­უბ­რობს. საკ­მა­ოდ ექ­სცენ­ტრი­უ­ლი ლი­დე­რის მი­მართ ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რი მო­საზ­რე­ბა აქვს.

"პო­ლი­ტი­კა სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა, თუმ­ცა თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კო­მი­კო­სი ფრთხი­ლად იმოქ­მე­დებს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი პუ­ტინ­საც დას­ცი­ნოს…" - წერს გა­მო­ცე­მა Time უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ა­ში.

"შე­საძ­ლოა, მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას ისე შევ­ხე­დოთ, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მცდე­ლო­ბას, სა­დაც ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში,

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს 13 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამას­თან, შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტრა­დი­ცი­ულ, კლა­სი­კურ-პო­ლი­ტი­კურ არ­ჩევ­ნებ­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რის თქმად შე­ვა­ფა­სოთ. არ არის გა­მორ­ცხუ­ლი, რომ ძა­ლი­ან მალე ის სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­დეს. არის გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ ის სუს­ტი მმარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ქა­ო­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა კო­მი­კო­სებს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვთ ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის მტრე­ბი არი­ან..."- წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მა მას იტა­ლი­ელ კო­მი­კოსს ბეპე გრი­ლოს ადა­რებს, რო­მე­ლიც "მოძ­რა­ო­ბა ხუთი ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ახლა კი მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­დის. ასე­თი­ვე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავთ სლო­ვა­კეთ­შიც. რო­გორც ცნო­ბი­ლია კო­მი­კუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე, სა­ტი­რის ჟან­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რია შა­რე­ცი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მერი ჰყავს ის­ლან­დი­ის ქა­ლაქ რე­ი­კი­ა­ვიკს, რო­მე­ლიც თა­ვის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, მო­სახ­ლე­ო­ბას ხუმ­რო­ბით შეჰ­პირ­და, რომ ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტში ნარ­კო­ტი­კე­ბი აღარ იქ­ნე­ბო­და.

"თუმ­ცა, ახლა უკ­რი­ა­ნას ხუმ­რო­ბის­თვის არ სცა­ლია. ზე­ლენ­სკი უკვე აპი­რებს რუ­სეთ­თან სხვა სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბას მი­აღ­წი­ოს და ის არ იქ­ნე­ბა "ტყვის" მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აპი­რებს მი­აღ­წი­ოს მშვი­დო­ბას, ოღონდ არა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე" - წერს გა­მო­ცე­მა.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­გა­ზე­თო გა­მო­ცე­მა iz.ru, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ხნის წინ independent-მა იყი­და, წერს, რომ ზე­ლენ­სკის მო­უ­წევს უფრო ახ­ლოს იყოს ამე­რი­კას­თან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მათ ერთი სატ­კი­ვა­რი აქვს - რუ­სე­თი. მას მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი პოლ მა­ნა­ფორ­ტი, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი პრო­რუ­სი პრე­ზი­დენ­ტის ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის­გან რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აიღო, რის გა­მოც პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნა­ში რუ­სე­თის როლი, ეს ერთ-ერთი საკ­ვან­ძო თე­მაა, რაც ამე­რი­კა­სა და უკ­რა­ი­ნას აერ­თი­ა­ნებს. ახლა მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნის მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ტრამპს მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ში გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა ტრამ­პის ად­ვო­კა­ტი, ნიუ-იორ­კის ყო­ფი­ლი მერი რუდი ჯუ­ლი­ა­ნი სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე კი­ევ­ში ვი­ზი­ტი გა­ა­უქ­მა. ის ამ­ბობ­და, რომ "არ სურ­და იმ დარ­ბაზ­ში შეს­ვლა, სა­დაც ტრამ­პის, გარ­კვე­ულ ვი­თა­რე­ბა­ში კი ამე­რი­კის მტრე­ბი ის­ხდნენ" - წერს გა­მო­ცე­მა.

გერ­მა­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ბე­ა­ტე აპელ­ტი dw.com-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ზე­ლენ­სკის მთა­ვა­რი რის­კე­ბი და გა­მოწ­ვე­ვა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და რ­ფორ­მე­ბია.

"სა­გა­რეო კურ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბი, მით უფრო, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ზე­ლენ­სკიმ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა ასე­ვე თქვა, რომ ამ სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. პო­რო­შენ­კო ცდი­ლობ­და, ზე­ლენ­სკი პრო­რუ­სულ პო­ლი­ტი­კო­სად წარ­მო­ე­ჩი­ნა, რაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სია, თუმ­ცა არა პრო­რუ­სი", - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

 

ambebi.ge