მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ავტობუსს, რომელსაც კათოლიკე მომლოცველები გადაჰყვდა, სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ვერაკრუსის შტატში მალტრატას მუნიციპალიტეტთან ახლოს მოხდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსი გზიდან გადავიდა, რის შემდეგაც ის გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.