ისრაელში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ისრაელში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ისრაელის პარლამენტმა (ქნესეთი) დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ქვეყანაში ხელახალი არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ BBC წერს.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ პარტია „ლიკუდის“ ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დანიშნულ დროში კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

კენჭისყრაზე პარლმენტის დათხოვნას მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგ წავიდა. ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები 17 სექტემბერს ჩატარდება.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართა.