უკრაინაში სამხედრო ვერტმფრენი „მი-8" ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის სამხედრო უწყების განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
შემთხვევა 30 მაისს, გამთენიისას მოხდა. დაღუპულებს შორის 4 ეკიპაჟის წევრია, მეხუთე კი - სამხედრო ავიაციის მე-16 ბრიგადის მეთაური.
ავიაკატასტროფის მიზეზებს იკვლევენ.