რუსეთი ძველი მტერია, რომელიც საფრთხეს ისევ ქმნის,- ეს განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე დიპლომატმა გაზეთ „ელ პერიოდიკოსთან“ ილაპარაკა. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Brexit-ის, მიგრანტების კრიზისისა და სხვა გამოწვევების ფონზე, ევროკავშირმა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უნდა დაიკავოს.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას უკვე მოჰყვა რეაქციები მოსკოვში. მომხდარის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში ესპანეთის ელჩი გამოიძახა.