ფილიპინებზე ახალი კანონი მიიღეს. ახალი რეგულაციების მიხედვით, სტუდენტებმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვამდე 10 ხე უნდა დარგონ. ამის შესახებ Independent-ი წერს.
ახალი კანონის მიზანი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა და ქვეყნის გამწვანებაა. ვარაუდობენ, რომ შედეგად ერთი თაობის ფარგლებში რამდენიმე მილიარდი ხე დაირგვება.
"ფილიპინებში ყოველ წელს დაწყებით სკოლას 12 მილიონი მოსწავლე ამთავრებს, საშუალო სკოლას – ხუთი მილიონი, კოლეჯებს – 500 ათასი. კანონის აღსრულების შემთხვევაში, ფილიპინებში ყოველ წელს 175 მილიონი ხე დაირგვება,“ - ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.
ფილიპინები მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა იმ მხრივ, რომ ტყე თითქმის არ აქვს. შესაბამისად ისეთი სტიქიური უბედურებები როგორებიცაა წყალდიდობა და მეწყერი საკმაოდ ხშირია.