აზერბაიჯანში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა

აზერბაიჯანში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა

აზერბაიჯანში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მისი ინფორმაციით, ტალახის ვულკანი ქალაქ შემახასთან, სოფელ დაღ გეილარში ამოიფრქვა. ინციდენტი გასულ ღამით მოხდა. ტალახის ნიაღვარი მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ვულკანი აქტიურობას ინარჩუნებს.