მალაიზიაში უკანასკნელ მამრ სუმატრულ მარტორქას გლოვობენ

მალაიზიაში უკანასკნელ მამრ სუმატრულ მარტორქას გლოვობენ

მალაიზიის უკანასკნელი მამრი სუმატრული მარტორქა 30 წლისა გარდაიცვალა. ქვეყანაში ტამის გლოვობენ. ამის შესახებ Aljazeera წერს.

ქვეყნის მაღალჩინოსნები განმარტავენ, რომ ცოცხალი ტამის მიუხედავად სუმატრული მარტორქა ველურ ბუნებაში გადაშენებულად 2015 წელს გამოაცხადეს.

მთლიანობაში, ველურ ბუნებაში 80-ზე ნაკლები სუმატრული მარტორქა ცხოვრობს, რომლის დიდი ნაწილიც ძირითადად ინდონეზიაში და სუმატრაზე ცხოვრობს.

ცნობისთვის, გადაშენების პირას ეს სახეობა ბრაკონიერობამ მიიყვანა.