თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთი სამხედრეობის წინააღმდეგ საჰაერო „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოპერაცია 27 მაისს საღამოს დაიწყო და საარტილერიო და ავიაიერიშების შემდეგ ოპერაციაში სადესანტო დანაყოფები ჩაერთნენ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიზანი „ტერორისტების ნეიტრალიზაცია და მათი თავშესაფრის განადგურებაა“.