ნეპალის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ევერესტზე მთამსვლელების დაღუპვა მხოლოდ მათ მიერ მთაზე ასასვლელად საჭირო რეკორდული ლიცენზიის გაცემას უკავშირდება.
ამის შესახებ BBC ქვეყნის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იტყობინება. ის სხვა ფაქტორებზე მიუთითებს და მიზეზად მეტეოროლიგიური პირობებიც მოჰყავს.
ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორის დანდუ რაჯ გაიმირის თქმით, 381 ნებართვა გაიცა, თუმცა კარგი ამინდი წელს მოკლე პერიოდის განმავლობაში, მარშრუტზე კი ხალხის რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი იყო.
25 მაისს ევერესტზე ბრიტანელი კაცი დაიღუპა. მანამდე, 24 მაისს ერთი ირლანდიელი დაიღუპა.
მიმდინარე სეზონზე ევერესტმა მთლიანობაში 10 მთამსვლელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გაზაფხულზე 381 ნებართვის გაცემის გამო ნეპალს აკრიტიკებენ. ამ სეზონზე თითოეული ნებართვის ღირებულება $11,000-ს შეადგენს.