ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილმა წევრმა, ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მან ხმათა 65,86% დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ნაუსედას ოპონენტმა, სეიმის დეპუტატმა ინგრიდა შიმონიტემ, რომელიც კენჭს კონსერვატორებიდან იყრიდა, ხმათა 32,86% მიიღო. მან ნაუსედას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება უკვე მიულოცა.
2009 წლის ივლისიდან, ლიეტუვის პრეზიდენტის თანამდებობა დალია გრიბაუსკაიტეს ეკავა, ის ორი ვადით იყო არჩეული, მესამე ვადით კენჭისყრის უფლება კი არ ჰქონდა.