აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც იაპონიის ახალ იმპერატორს, ნარუჰიტოს შეხვდა. ტრამპს, რომელიც იაპონიაში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული, იმპერატორმა და მისმა მეუღლემ ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში უმასპინძლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ეს შეხვედრა მისთვის "დიდი პატივია". დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ქვეყნის პრემიერმინისტრს, შინზო აბეს, შეხვედრაზე მათ ისაუბრეს ვაჭრობასა და ჩრდილოეთ კორეაზე.
იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია, სუმოს მაისის ტურნირს დაესწრნენ, თასის გამაჯვებულს ჯილდო დონალდ ტრამპმა გადასცა.