Brexit-ის ახალმა პარტიამ, რომლის ლიდერია ნაიჯელ ფარაჯი, დიდ ბრიტანეთში ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების უმრავლესობა მიიღო. მეორე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატები გავიდნენ, რომლებიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მოწინააღმდეგეები იყვნენ.
დიდი ბრიტანეთის ორმა წამყვანმა პარტიამ, ლეიბორისტებმა და კონსერვატორებმა, 2014 წლის არჩევნებისგან განსხვავებით ბევრი ხმა დაკარგეს. კონსერვატორების მმართველი პარტია მეხუთეზე გავიდა და მან პროევროპულმა „მწვანეების“ პარტიამაც გაუსწრო.
ის, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში დიდ ბრიტანეთში საერთოდ ჩატარდებოდა, ცნობილი აპრილში გახდა, მას შემდეგ, რაც Brexit-ის პროცესი ვერ დასრულდა.
ამჟამად ბრიტანეთში ევროკავშირის წევრად 31 ოქტომბრამდე რჩება, მაგრამ შეიძლება უფრო ადრეც გავიდეს, თუ შეთანხმებას მიიღებენ.
ევროპარლამენტის არჩევნები უკვე შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში. სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკომისიის დანარჩენი წევრების მანდატს ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამავე დღეს დაასრულებს საქმიანობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უფლებამოსილება უკვე შეუწყდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისაც. ისინი ხელახალ კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.