მას შემდეგ რაც ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა ორივე თანამდებობის დაკავების მსურველები უკვე გამოჩნდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
დიდ ბრიტანეთში იმედოვნებენ, რომ პარტიის პოლიტიკურ ლიდერს ივლისის ბოლომდე აირჩევენ.
ტერეზა მეი თანახმაა ქვეყნის ახალი ლიდერი მისი გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ აირჩოინ. თავად მეი კი პრემიერის პოსტს ოფიციალურად 7 ივნისს დატოვებს, თუმცა მოვალეობას იქამდე შეასრულებს სანამ ახალ კანდიდატს არ დაამტკიცებენ.
ოთხმა კანდიდატმა პრემიერმინისტრობის სურვილი უკვე გამოთქვა:
საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი
საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი
ყოფილი დასაქმებისა და პენსიების მინისტრი ესთერ მაკვეი
დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.
Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.