საფრანგეთის ქალაქ ლიონში მომხდარი აფეთქების სავარაუდო შემსრულებლის ფოტოს ფრანგული მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრში ჩანს კაცი ველოსიპედით, რომელიც მზის შავ სათვალეს ატარებს. ფოტოზე მისი სახე თითქმის არ ჩანს. პოლიცია 30-35 წლის კაცს ეძებს.
აფეთქება ლიონში 24 მაისს, ვიქტორ ჰიუგოს საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საფრანგეთში საქართველოს საელჩომ.
საფრანგეთის ქალაქ ლიონის ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაშავდა. უბედური შემთხვევა ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ამანათში მოთავსებული ბომბი ამოქმედდა.