“აზერბაიჯანს უნდა თავისი გაიტანოს. ეს მეზობელი ქვეყანა ყოველთვის ხაზს უსმავს იმაზე, რომ ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონაკვეთები მათი საკუთრებაა. რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, ძირითადად, ქართული მხარის ბრალია. დღემდე ისეთი დოკუმენტები დაგვიგროვდა, რომლებზეც ხელი ქართველებს არასწორად აქვთ მოწერილი. საქართველოს ენერგორესურსების მომარაგების გამო პრაქტიკულად სახელმწიფო ინტერესები გაიყიდა“, - განაცხადა “2020NEWS“-ს კავკასიის საკითხებში პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.
მამუკა არეშიძე პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის შესაძლო დაბრუნების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილს “ჩრდილში ყოფნა ურჩევნია“.
- ბატონო მამუკა, "ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე ივნისში ახალ პარტიას დააფუძნებენ, რომლის ძირითადი მიზანი 2020 წელს "ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხება იქნება. პარტია, ჯერჯერობით, ფორმირებული არ არის, ამიტომ ამ ეტაპზე მის სამომავლო შესაძლებლობებზე საუბარი რთულია, მაგრამ გამოკვეთილი ლიდერებიდან გამომდინარე, გრჩებათ განცდა იმისა, რომ ახლი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ანარიშგასაწევი ძალა იქნება ?
- ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ ის, რომ პარტიის ძირითადი ამოცანა არასამართლიანი სასამართლოს არსებობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ძირითადად, აღნიშნულ თემაზე მოხდება პარტიის წევრთა კონსოლიდაცია. პარტია სხვა რა პროგრამული ნაბიჯების გადადგმას აპირებს და ვინ იქნებიან მასში გაწევრიანებულნი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ამიტომ რთული სათქმელია 2020 წელს "ოცნების“ ყოფილი დეპუტატების პარტიას როგორი რეზულტატი ექნება.
- გედევან ფოფხაძემ პოლიტიკაში საქართველოს ექს-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნების შესახებ მიანიშნა და მასთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებაც არ გამორიცხა. თქვენი მოსაზრებით, პრემიერის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, კვირიკაშვილი რევანშის გზას აირჩებს და “ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, პრინციპულად მმართველი პარტიის ყოფილ წევრებთან ერთად იბრძოლებს?
- პირადად "ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ კვირიკაშვილთან მოლაპარაკებების მიმდინაროების შესახებ არ მსმენია. ეჭვი მეპარება, რომ ის პოლიტიკაში შურისძიების მიზნით დაბრუნდეს, რადგან კვირიკაშვილი სხვანაირი ფიგურაა. მას პოლიტიკაში მაინცდამაინც თავი არ გამოუჩენია. გიორგი კვირიკაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც პოლიტიკურ ველზე შეიჭრება. მგონია, რომ ყოფილ პრემიერს ახლა უფრო მეტად ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. ეჭვი მეპარება, რომ ის ხმალამოღებლი ეკა ბესელიას ახალ პარტიას შეუერთდეს.
- იმ ფონზე, როცა ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს მხარეებს შორის სადემარკაციო საკითხის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მეზობელ ქვეყანას (აზერბაიჯანს) დავით გარეჯის ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი ბილიკები ყოველდღიურად გაჰყვას. როგორ ხსნით აზერბაიჯანული მხარის სრულიად გაუგებარ მოქმედებას? მეზობელი ქვეყანა საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენა კვლავ ხომ არ სურს?
- აზერბაიჯანს უნდა თავისი გაიტანოს. ეს მეზობელი ქვეყანა ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონაკვეთიები მათი საკუთრებაა. რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, ძირითადად, ქართული მხარის ბრალია. საქართველოს ენერგორესურსების მომარაგების გამო პრაქტიკულად საქართველოს ინტერესები გაიყიდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში სახელმწიფო კომისიის წევრებს ხელი აქვთ მოწერილი ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც არასწორად არის შედგენილი. დარწუნებული ვარ, რომ ამ კომისიის რომელიღაც ჩინოვნიკმა ფული აიღო იმისათვის, რომ ასეთი სახის დოკუმენტები სამუშაო ვარიანტად მიეღო.
- ამ ეტაპზე, როგორია თქვენი მოლოდინი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის შესახებ სამთავრობო კომისიების მუშაობა, რა შედეგით დასრულდება? განსაკუთრებით დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ დავა, როგორ გადაწყდება ?
- ახალ კომისიას რთული მდგომარეობა აქვს. რეზულტატი ძალიან რთულად პროგნოზირებადია. აზერბაიჯანის მხარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორად იქცევა, რაც ცუდად მოუბრუნდება. ამ მეზობელ ქვეყანას წინა ხელისუფლებამ და სხვათაშორის, ამ ხელისუფლების პირობებშიც კი ისეთი განწყობა შეექმნა, რომ ის არის სამხრეთ კავკასიის ბედის განმკარგავი და მთავარი ეკონომიკური ლიდერი, რომლის ენერგომატარებლები საქართველოს აცოცხლებენ. ჩვენ რომ უარი განვაცხადოთ ენერგომატარებლის ტრანზიტზე, ძალიან სერიოზულ დარტყმას მივიღებთ, მაგრამ ამით აზერბაიჯანის ეკონომიკა დამთავრდება და ის იქნება მიბმული რუსულ ტრანზიტზე. ირანს მათი ნავთობი და გაზი არ სჭირდება. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემის მოგვარება 50%-ზეა. აზერბაიჯანმა მაშინ, როცა საქართველოს ენერგომოხმარების თვალსაზრისით ძალიან უჭირდა კეთილი ნება გამოიჩინა, მაგრამ აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი უნდა დავუხაროთ.
?
ადრეც გააკეთა ეს მინიშნება და... ვინ არის, ნეტავი?
დაინტერესდეს რომელიმე ჟურნალისტი, ვინ მონაწილეობდა იმ კომისიაში და როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი! - სახელმწიფო თუ ვერ დასჯის, ხალხმა მაინც იცოდეს, რომ სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს იმ იმ დედააფეთქებულის მიმართ!