ისრაელში მასშტაბური ხანძარია. ცეცხლი იერუსალიმსა და მევო მოდინას რაიონში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
იტალიამ, ხორვატიამ, საბერძნეთმა და კვიპროსმა ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ისრაელს დახმარება უკვე შესთავაზეს.
სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს.