Times: დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი თანამდებობას სავარაუდოდ 24 მაისს დატოვებს

Times: დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი თანამდებობას სავარაუდოდ 24 მაისს დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ შეიძლება 24 მაისს თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით The Times-ი წერს. სავარაუდოდ. მეი წასვლის შესახებ განცხადებას კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსანთან გრემ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

22 მაისს თემთა პალატის ლიდერი ანდრეა ლიდსომი თანამდებობიდან გადადგა. მან ტერეზა მეის წინადადებაზე, ჩატარდეს Brexit-ის მეორე ტური, უარი თქვა. ის გახდა 36-ე მინისტრი, რომელმაც მეის პრემიერობისას თანამდებობა დატოვა.