10 წლის სალვადორელი გოგო აშშ-მექსიკის საზღვარზე გადასვლის შემდეგ გარდაიცვალა. ბავშვი მესაზღვრეებმა შარშან დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს გულის დაავადება ჰქონდა და ის ნებრასკას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დემოკრატული პარტიის წევრები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ. BBC-ის ცნობით, გასულ წელს საზღვრის გადალახვის შემდეგ კიდევ 6 მოზარდი გარდაიცვალა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას ითხოვს, რამაც მისი გეგმის მიხედვით, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან წასული მიგრანტების ტალღა უნდა შეაჩეროს.