როგორიც არ უნდა იყოს ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობა, ის შეაფერხებს თავისუფალ საბაზრო თანამშრომლობას და კონკურენციას

როგორიც არ უნდა იყოს ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობა, ის შეაფერხებს თავისუფალ საბაზრო თანამშრომლობას და კონკურენციას

ინტერვიუ "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტ პაატა შეშელიძესთან:

1.ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზე და თქვა, რომ მომავალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ეს იქნება, შეიქმნება ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახური რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ბაზარზე მონოპოლიების არსებობას. თვლით თუ არა რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა მნიშველოვანი და აუცილებელია ქვეყნისთვის? რატომ?

- მონოპოლისტი ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების ერთადერთ მომწოდებელს ნიშნავს. თავისუფალ ბაზარზე, სადაც მიმწოდებლის შესვლა შეუზღუდავია, ერთი მომწოდებელი მხოლოდ მომხმარებლის ნებით შეიძლება დარჩეს, რისი უგულვებელყოფა მისი უფლებების უხეში ხელყოფა იქნება: ვთქვათ, თუ მომხმარებლები ირჩევნ პეპსის, არავის აქვს უფლება, რომ მათ ეს შეუზღუდოს. შესაბამისად, პეპსის რაიმე ფორმით მოთხოვონ, რომ მიწოდება შეკვეცოს. ცხადია, რომ თუ მიწოდება შეიზღუდება, სათანადო პროდუქციაზე მოთხოვნის გამო დეფიციტი წარმოშობა და ამიტომ, გააძვირება. შედეგად, მომხმარებელის გარკვეული ნაწილი იძულებული იქნება, რომ წყურვილი მაგალითად, კოკა-კოლით მოიკლას, რომელზედაც მანამდე მოთხოვნა არ იყო. გამოდის, რომ ბაზრის წილის რეგულირება, სინამდვილეში აძივირებს იმას, რაზეც არის მოთხოვნა და ახალისებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნილებებს კონკურენტულ ვითარებაში ვერ აკმაყოფილებენ.

ღია ბაზარზე მონოპოლიის წარმოქმენა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ადამიანების მოთხოვნილებების მრავალფეროვნება და ცვალებადობა, ყოველთვის ტოვებს შესაძლებლობას ახალი მწარმოებლისთვის, რომ ბაზარზე შემოვიდეს და შეეცადოს, რომ დააკმაყოფილოს ისინი. თუ ასეთი ინიციატივა არ ჩნდება, მაშინ გამოდის, რომ არსებული ფასები კონკურენტულია და ახალ მოთამაშეები სარგებლის მიღების შესაძლებლობას ვერ ხედავ.

შეუძლიათ თუ არა, რომ ერთგავროვანი პროდუქციის ან მომსახურების რამოდენიმე მწარმოებელი გარიგდეს და ერთიანი საკადრო, საფასო და სხვა პოლიტიკა აწარმოოს? რასაკვირველია შეუძლია, რადგან ეს თავისუფალი საბაზრო თანამშრომლობის ნაწილია. ასეთი გზით ისინი რესურსების ოპტიმიზაციასა და მოგების მაქსიმიზაციას შეეცდებიან. ეს ლოგიკური პროცესია. გარიგებების თავისუფლება ბაზრის სიჯანსაღის ნიშანია. მთავარია, რომ ბაზარზე მომწოდებლის შესვლა არ იყოს შეზღუდული და არავის ქონდეს რაიმე სახის პრივილეგია. მომხმარებლებსაც შეუძლიათ გაერთიანდნენ და საკუთარი ინტერესები დაიცვან: არ შეიძინონ ის, რაც მაღი აზრით უხარისო და ან ძვირია.

რაც ცვლის სურათს, ეს სახელმწიფოს ჩარევაა: რეალურად მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადების, რეგულირებებისა და ან პრივილეგიების შედეგია. შესაძლოა პრივილეგია მიენიჭოს ერთ მომწოდებელს - აქციოს რა ის მონოპოლისტად, ან მათ გარკვეულ კონგლომერატს - აქციოს რა ის კარტელად. ასეთ შემთხვევაში, ბაზარზე ახალი მომწოდებსლის შესვლა ან საერთოდ აკრძალულია, ან იმდენად შეზღუდულია, რომ არავის უღირს. ასეთი ვითარების გარდაუვალი შედეგი: მოსახურების გაძვირება და ხარისხის გაუარესებაა, რასაც, როგორც წესი კორუფციაც ახლავს. პრივილეგიების დამწესებელი, როგორც წესი უანაგაროდ არ მოქმედებს.

მაშასადამე, თუ ამოცანაა, რომ არ დავუშვათ მონოპოლია და ოლიგოპოლია, სინამდვილეში, საბაზრო გარიგებებზე სახელმწიფოს კონტროლის აკრძალვით არის შესაძლებელი. ამას დამატებითი სამსახური, ანტიმონოპოლიური მაკონტოლებლის სახით არ ჭირდება. ჩაურევლობის გარანტი კონსტიტუცია უნდა იყოს, ხოლო მისი შესრულებას პოლიტიკური ცხოვრების ყველა მონაწილის ჩართულობა და აქტიურობა განაპირობებს.

თუ რომელიმე მომწოდებელი ან მათი გაერთიანება, ფიზიკურად, ძალადობით, მუქარით და სხვა არაკანონიერი მოქმედებებით ზღუდავს პოტენციურ კონკურენტებს - ეს სისხლის სამართლის საკითხია და არა ანტიმონოპოლიური მარეგულირებლის არსებობა-არარსებობის.
ანალოგიურად, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონგარეშე ანიჭებენ უპირატესობას რომელიმე მომწოდებელს, ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად ანტიმონოპოლიური სამსახური კი არა, პოლიტიკური სისტემის, მათ შორის პროკურატურისა და სასამართლოს გამართულობა, მედიის აქტიურობა და საერთოდ საჯარობაა საჭირო. თუ ხელისუფლებას გასდის უკანონო პრივილეგიების მინიჭება, მაშინ მას ანტიმონოპოლიური სამსახურის მიჩუმებაც გაუვა.

2. ასეთი მაკონტროლებელი ორგანოს არსებობა რამდენად შეუწყობს ხელს თავისუფალი ბაზრის და კონკურენციის განვითარებას?
- როგორიც არ უნდა იყოს ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობა, ის კი არ შეუწყობს, არამედ შეაფერხებს თავისუფალ საბაზრო თანამშრომლობას და კონკურენციას. გარდა იმისა, რომ მისი შენახვა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, მის მიერ ჩატარებული სისტემატური რევიზიები და აუდიტი, თავად მეწარმეების დანახარჯებს გაზრდის. რაც მთავარია, მიწოდების შეზღუდვა გააძვირებს ხარისხიან პროდუქციას და ხელს შეუწყობს, რომ ნაკლებად ხარისხიანმა სუროიგატებმა დაიკავონ მათი ადგილი!

3. ერთხელ უკვე არსებობდა ასეთი სამსახური, რომელიც 2005 წელს გაუქმდა და კანონმდებლობაც შეიცვალა ამ სფეროში. მივიღეთ მონოპოლიები სხვადასხვა სფეროში იქნება ეს ფარმაცევტული ბაზარი, თუ ნავთოპოდუქტების ბაზარი. რა არის ამის მიზეზი? ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შეიძლება თუ არა მნიშველოვანი როლი შეასრულოს მონოპოლიების გაქრობაში თუ კანონმდებლობით შეიძლება ეს დარეგულირდეს?

- განცხდება რომ „მივიღეთ მონოპოლიები სხვადასხვა სფეროში იქნება ეს ფარმაცევტული ბაზარი, თუ ნავთოპოდუქტების ბაზარი“ დასასაბუთებელი და დასაზუსტებელია. ფორმალურად, ამ საქმეების წარმოება ყველას შეუძლია და ამას კანონი არავის უკრძალავს, გარკვეული რეგულირები (ჩემი აზრით სრულიად ზედმეტი) კი ყველას ეხება. ერთსა და მერე დარგში მრავალი ფირმა მოქმედებს. მაშინაც კი, თუ ერთ დარგში მოქმედი ფირმები ერთიან პოლიტიკაზე თანხდებიან და მაქსიმალურ შემოსავალს იღებენ, ყურადღების გადატანა მარეგულირებლ აქტებზე და გადასახადებზეა საჭიროა: როგორც წესი, სწორედ რეგულირებები და გადასახადები აფერხებს ახალ ფირმებს, რომ ამ დარგებში სცადონ ბედი, ამ ბაზარზე შესვლის მაღალი ფასის გამო. ეჭვი, რომ შესაბამისი მწარმოებლები არაფორმალური პრივილეგიებით და მხარდაჭერით სარგებლობდნენ სახელმწიფოს მმართველი პირებიდან და ის, რომ ამას უანგაროდ არ აკეთებდნენ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გამოძიების და მასში კანონდარღვევის აღმოჩენის საკითხია და არა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის. თუ სამართლებრივი სისტემა უშვებს კორუფციის პრაქტიკას, მაშინ ნებისმიერი საჯაროს სამსახური ამ მანკიერი პრაქტიკის ნაწილი გახდება.

4. რა მექანიზმები და პოლიტიკა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ არ მოხდეს მონოპოლიების წარმოქმნა? სახელმწიფოს რა ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ასეთ შემთხვევაში?

- ერთადერთი პოლიტკა, რომელიც მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების არსებობას შეუძლებელს გახდის, ეს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურელობის პოლიტიკაა. ეკონომიკური თავისუფლების მაღალი ხარისხის მიღწევა, მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდის ყველაზე მოკლე და გარანტირებულ გზას წარმოადგენს.