უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მერვე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, ვადამდელი არჩევნების თარიღად კი 21 ივლისია გამოცხადებული.

პრეზიდენტი არჩევნების ფინანსურ უზრუნველყოფას მინისტრთა კაბინეტს აკისრებს. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 მაისს გახდა. მან ქვეყნის უმაღლესი რადა უკვე დაითხოვა. პრეზიდენტმა ამის შესახებ საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.