ინდონეზიაში საპროტესტო აქციებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ჯაკარტაში გუშინ მოწყობილი არეულობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 17 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ქუჩაში გამოსულებმა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება გააპროტესტეს, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ხმათა 55. 5 პროცენტი მოიპოვა.
ოპოზიციის მომხრეებმა არჩევნების შედეგების გადახედვა და ხმების თავიდან დათვლა მოითხოვეს, მოგვიანებით კი სამართალდამცველებს მაშხალები და ქვები დაუშინეს. პოლიციამ კი მათ საპასუხოდ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.