მერკელი: გერმანია თავდაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს

მერკელი: გერმანია თავდაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს

„გერმანია თავდაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს“- ეს განცხადება ანგელა მერკელმა მუნსტერში მდებარე სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას გააკეთა. კანცლერის თქმით, გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი წელს 47 მილიარდ 32 მილიონი დოლარია, თუმცა მომავალში ბიუჯეტი კიდევ 2 მილიონი დოლარით გაიზრდება და 94 მილიარდ 67 მილიონ დოლარს მიაღწევს.

„აუცილებლობის შემთხვევაში, ნატო სწრაფი რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს“, - განაცხადა მერკელმა.

გარდა ამისა, მერკელმა ისაუბრა უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მნიშვნელობაზე. ექსპერტების შეფასებით, ანგელა მერკელის განცხადება და ვიზიტი სამხედრო ბაზაზე რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია.