მაროკოს სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 169 არალეგალი მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ადგილობრივი სააგენტო MAP-ი იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სანაპირო დაცვის გემებმა მაროკოს ტერიტორიულ წყლებში რამდენიმე რეზინის ნავი შენიშნეს. ნავებზე მყოფი არალეგალი მიგრანტები, რომლებიც დასავლეთ საჰარას რეგიონიდან ევროპაში მიემგზავრებოდნენ, მაროკოს ერთ-ერთ პორტში გადაიყვანეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ესპანეთში 8 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა, კიდევ 137 კი დაიღუპა. 1 იანვრიდან 1 მაისამდე ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩასული მიგრანტების რიცხვმა 16 806 შეადგინა.