ამერიკის შეერთებული შტატების შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ზე ირანის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა.
„თუ ირანს ომი სურს, ეს ირანისთვის ოფიციალურად დასასრული იქნება. არასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ზე.
16 მაისს ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომი, ტრამპმა განახცხადა - „იმედია, არა“. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანას აშშ-თან ომი არ სურს.
მაისის დასაწყისში აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBჩ-ის ნფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.
თუმცა ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერთან შეხვედრის და მოლაპარაკებების იმედს იტოვებს.
2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.