უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი რადა დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი რადა დაითხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მან ქვეყნის უმაღლესი რადა უკვე დაითხოვა. ამის შესახებ მან საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ის ასევე უკრაინის მთავრობის დაშლის ინიციატივით გამოვიდა, რათა „მომავალი თაობისთვის გათავისუფლდეს“ ადგილები. მან დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ კანონის შეცვლაც მოითხოვა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ რადას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალური პროკურორისა და თავდაცვის მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ამ ორი დავალების შესასრულებლად პრეზიდენტმა ორთვიანი ვადა დააწესა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გეგმურად ოქტომბერში შედგება.

21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.