რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობას არ მიულოცავს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ ზელენსკის გაპრეზიდენტებას მიულოცავს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ და ასევე რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზაციის შემდეგ“, - აცხადებს პესკოვი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო. ზელინსკი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს.
21 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.