აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი 20 წლის ვადით დააკავეს. მას ბრალად ჩინელი აგენტისთვის სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნება ედება. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს.
62 წლის კევინ მალროის გასული წლის ივნისის ორკვირიან სასამართლო პროცესზე ჯაშუშობის რამდენიმე ბრალდება წაუყენეს.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული ჩინეთს აშშ-ის სამხედრო საიდუმლოებას $25 ათასის სანაცვლოდ აძლევდა.
კევინ მალროი 2017 წლის მარტში შანხაიში, ჩინელ აგენტთან შესახვედრადაც იყო ჩასული.