აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა. ახალი სისტემა უფრო მორგებული იქნება ახალგაზრდა, განათლებულ და ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანზე. ამის შესახებ BBC წერს.
ტრამპის აზრით, საიმიგრაციო კანონი არ უნდა იყოს ფოკუსირებული ოჯახების გაერთიანებაზე. კერძოდ, ყოველწლიურად მწვანე ბარათის საშუალებით, აშშ-ში ემიგრირების საშუალება 1.1 მილიონ ადამიანს ეძლევა, მათი 2/3 კი ამ შესაძლებლობას ოჯახური კავშირების გამო იღებს. პრეზიდენტს სურს ადამიანებს პრიორიტეტი მიენიჭოთ სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
დონალდ ტრამპის თქმით, ასე საზღვრების უსაფრთხოებას უფრო მკაცრად გააკონტროლებენ და თავშესაფრის მომთხოვნების მიმართ წესებიც უფრო გართულდება. მისი ინიციატივა 2020 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.