ინტერვიუ თინა ხიდაშელთან
“დიახ, ამ ქვეყანაში ამომრჩევლის მოსყიდვა ადვილია, მაგრამ აღნიშნულის განხორციელება რთულია მაშინ, როცა საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არსებობს. ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებამდე “ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის ყველანაირი მეთოდის გამოყენებას შეეცდება, თუმცა მის მიერ განხორციელებული თითოეული არაკანონზომიერი მოქმედება მმართველ პარტიაზე მძიმედ აისახება“, - განაცხადა “2020NEWS”-თან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელს იმედი არ აქვს, რომ წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს საგამოძიებო უწყება ადეკვატურად გამოიძიებს.
- ქალბატონო თინა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მმართველ პარტიასა და “ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშილს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. საუბარია პარტიის თავმჯდომარის მიერ გაცემული დაპირებების შესახებ, რომელიც სამეგრელოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ტაძრების რესტავრაციას შეეხება. აღნიშნული ფაქტების შესწავლით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს? და ასევე, როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ “ოცნების“ მანიპულაციები ამომრჩევლის განწყობაზე იმოქმედებს?
- საგამოძიებო უწყებები დიდი ხანია დაინტერესებულნი უნდა იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტების შესახებ. იმ ფონზე, როცა არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ ცნობილი ვალების განულების საკითხი საგამოძიებო უწყების ინტერესის საგანი არ გამხდარა, ბუნებრივია, რომ პარტიის ლიდერის აღნიშნულ დაპირებების შესახებ პროკურატურა არ დაინტერესდება. ამ ქვეყანაში ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც ამომრჩევლის განწყობაზე დადებითად მოქმედებს, განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. მეტიც, 2012 წელს მაშინ, როცა "ქართულ ოცნებას“ პიდაპირი ინტერესი უნდა ჰქონოდა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ ფაქტები გესაჯაროვებინა, პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტიელბა იმის შესახებ, რომ გამოძიება არ შემდგარიყო, რაც კატასტროფული პრეცენდენტია. აღნიშნულის შედეგს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოვიმკით.
- იმ ფონზე, როცა 2012 წლის შემდეგ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა და ხმების ყიდვის შესახებ ფაქტები კრიტიკის ობიეტი არაერთხელ გამხდარა, როგორ ფიქრობთ, შანსი იმისა, რომ მმართველმა პარტიმ 2020 წლისს საპარლამენტო არჩევენების პროცესში ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო დააზიანოს და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, რამდენად მაღალია?
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებისა“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში დარჩენის თეორიული შანსიც კი არ არსებობს. აღნიშნულის თქმის საფუძველს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მაძლევს, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები ყველა დიდ და პატარა ქალაქში წააგო. დიახ, ამ ქვეყანაში ამომრჩევლის მოსიდვა ადვილია, მაგრამ აღნიშნულის განხორციელება რთულია მაშინ, როცა საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არსებობს. ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებამდე “ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის ყველანაირი მეთოდის გამოყენებას შეეცდება, თუმცა მის მიერ განხორციელებული თითოეული არაკანონზომიერი მოქმედება მმართველ პარტიაზე მძიმედ აისახება.
- მიუხედავად იმისა, რომ სუს-მა პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი ტერორსიტული აქტის ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა, აღნიშნული პირები დღემდე დაკავებული არ არიან. აღნიშნულის ფონზე, როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო უწყების ქმედებები რამდენად კანონზომიერია?
- ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი ტერორისტებად რის საფუძველზე მონათლეს და თუ მონათლეს, აღნიშნული პირები ამ დრომდე რატომ არ არიან დაკავებულნი. იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო უწყების მხრიდან მთლად ასეთი მასშტაბის უწესობასთან და გაუნათლებლობასთან არ გვაქვს საქმე. ფაქტია, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი ტერორიზმის ბრალდების ორგანიზებისთვის არ შეიძლება იყოს გამოყენებული, რადგან უფრო მკვლელობის შეკვეთის ფაქტი იკვეთება.
- უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც თანამდებობა, ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლეების მხრიდან განხორციელებული შანტაჟისა და დაშინების გამო დატოვა, ორი დღის წინ თსუ-ს პრორექტორის თანამდებობა დაიკავა. როგორ ფიქრობთ, გვენეტაძე აღნიშნული პოზიციის დაკავების შემდეგ, თანამდებობიდან წასვლის რეალური მიზეზების შესახებ ალაპარაკდება?
- ნინო გვენეტაძის გადასაწყვეტია, თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს ახსნის თუ არა. ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებმაც პანკისში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყენეს და მერე თქვეს, ბოდიში შეგვეშალაო. აღნიშნულის გამო, ერთი კაცი არ დასჯილა და ამ ფონზე, ნინო გვენეტაძეს რა ვალდებულება აქვს თანამდებობის დატოვების მიზეზების შესახებ ისაუბროს?! მისი პირადი საქმეა, კამერების წინ გამოჩნდება თუ არა. ნინო გვენეტაძის პროფესიონალიზმსა და აკადემიურ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული იურისტი იყო, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობით ნებისმიერი დაწესებულება მოგებული დარჩება.