რა სურს სინამდვილეში რუსეთს საქართველოსგან? ისევე, როგორც რუსეთს და მის ყოფილ სატელიტებს შორის წარმოქმნილ ყველა სხვა საკითხში, კრემლს სურს დამოუკიდებელ მთავრობებზე კონტროლის განმტკიცება, თუმცა პრობლემას მხოლოდ ეს არ წარმოადგენს.
საქართველო ბრძოლის ველია, სადაც დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის ომია გაჩაღებული. სწორედ ამ ადგილას, ისევე როგორც კონფლიქტის სხვა ზონებში, რუსეთის ლიდერებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისთვის, რომ საკუთარი ”ახალი აზროვნების” შესაბამისად იმოქმედონ. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუ რა გზას აირჩევენ პუტინი და მედვედევი, რადგან მათ, როგორც ჩანს, თავად არ იციან, რა გზას დადგებიან უახლოეს მომავალში. თუმცა, იმ სასიამოვნო ნოტების თანახმად, რაც ლისაბონიდან გაისმის, რუსები მტკიცედ დაადგნენ აშშ-სთან გლობალური პარტნოიორობის გზას.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეძლებს რუსეთი წარსული მიღწევების შენარჩუნებას მომავლის პოტენციალის დაკარგვის გარეშე? პუტინის დილემა ასეთია: როგორ უნდა მოხდეს გადასვლა პოსტსაბჭოთა მმართველობიდან, ახალ გლობალურ პარტნიორობამდე აშშ-სთან ისე, რომ გარდამავალ პერიოდში ამან უმართავი სოციალური რევოლუციის პროვოცირება არ მოახდინოს? როგორ შეიძლება ხავერდოვანი გადასვლა ტრადიციული პოზიციიდან – ამერიკის გეგმებისთვის ხელის შეშლა – ახალ, ანუ ამერიკელ სტრატეგებთან თანამშრომლობის პოზიციაზე? პრობლემები მაშინ გაჩნდება, როდესაც გადასვლა მოხდება: ერთ დღეს ორგანიზაცია ”ძველი აზროვნების” მიხედვით მუშაობს, მეორე დღეს ის ახალ აზროვნებაზე უნდა გადაერთოს.
პუტინის დილემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამხრეთ კავკასიის მაგალითზე, სადაც საბჭოთა კარტოგრაფთა აღტყინება, რომელსაც საფუძვლად ეთნიკური სხვაობები უდევს, წინააღმდეგობაში მოდის მილსადენების მშენებლობის მუდმივად ცვლად გეგმებთან. რუსეთ-ამერიკის ბრძოლა – ”სამხრეთ ნაკადი” ”ნაბუქოს” წინააღმდეგ – გაურკვევლობას ქმნის და საზღვრების ცნებას სპობს, ისე რომ ადამიანები, რომელთა ნაცვლადაც გეგმავენ მათ ცხოვრებას, თავდაცვის მიზნით ნაციონალიზმს მიმართავენ, რადგან მომავლის პოტენციალი აქვთ, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს.
საჭიროა თავდაცვითი ნაციონალიზმის საკუთარ სარგებლად გადაქცევა და ამით იმის დემონსტრირება, თუ სად გადის ახალი მომავლის გზა. წარსულში, იმ პრობლემების გადალახვის მცდელობებს , რომლებიც განუყოფლად უკავშირდებოდა რეგიონის დამშვიდების ამოცანას, დაყვანილ იქნა ახალი ანკლავების შექმნამდე, რომელთა საზღვრებსაც თავად ეს ანკლავები განსაზღვრავდნენ – სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, მთიანი ყარაბახი. ამ პარტიზანთა საწრთვნელი ბანაკების განადგურება აუცილებელია, თუმცა მონაწილე საკვანძო მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინებით.
შეძლებენ კი ამერიკელი და რუსი ლიდერები პუტინის დილემის გადალახვას რაიმე ”სამშვიდობო შეტევის” წყალობით?
მთიანი ყარაბახის ირგვლივ აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის მხარეების მიერ ახლახანს მიღებული ზომები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთ-ამერიკის პარტნიორობა მზადაა დაუშვას ან მოიწონოს საკითხის სამხედრო გადაწყვეტა, თუმცა თავად ხელს აწერენ შეთანხმებებს, რომლებიც მათ ”კონფლიქტის გადაწყვეტისთვის” განსაზღვრული ზომების განხორციელებას ავალდებულებს.
ჩვეულებრივ, რუსული პროპაგანდის რუპორს – გაზეთ ”პრავდას” – არ წავიკითხავდი, თუმცა ახლახანს მათ ამ არსებით პრობლემაზე დროული რეპორტაჟი გამოაქვეყნეს. პარალელურად, სომხეთის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ისინი აღარ დაესწრებიან ახლა მიმდინარე ნატოს და მთელ რიგ სხვა სამიტებს.
ქართული საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერით, ამერიკული მხარე საკუთარ თავს ზღუდავს ვალდებულებით, გადაწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხის ირგვლივ რუსეთთან დაპირისპირების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ შეუძლია საქართველოს ამბიციებს ანგარიში გაუწიოს. რა ფასს მოითხოვს რუსეთი საქართველოსგან, ნატოსგან და აშშ-სგან იმისთვის რომ უარი თქვას ტერიტორიაზე, რომელიც მას იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მზადაა მისთვის ომში ჩაებას?
აფხაზეთის გადაქცევა რუსეთის სამხედრო ანკლავად პირდაპირ უკავშირდება სააკაშვილის მიერ გატარებულ დერუსიფიკაციის პროგრამას. სამხრეთ ოსეთი მაშინ აფეთქდა, როდესაც საქართველოს ლიდერი იქიდან რუსების განდევნას და როკის გვირაბის (ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის) გადაკეტვას შეეცადა. იდეალური ამერიკულ-რუსული პარტნიორობა ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ საქართველოში ამერიკელების ყოფნა რუსული მხარის ინტერესებშიც შედიოდეს.
რა თქმა უნდა, აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ლისაბონში მიმდინარე დისკუსია ეხება გლობალურ პარტნორობაზე შეზღუდვებს და აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის სხვაობების დაფარვის მცდელობებს მსოფლიოს მოქალაქეეებისთვის და მათი თავისუფალი პრესისთვის, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება.
ჩვენ კი, როგორც იმ თავისუფლი პრესის წარმომადგენლებმა, რომლებიც კონტროლს არ ვექვემდებარებით, ჩვენს მომავალთან დაკავშირებულ ყველა საიდუმლო გეგმას ფარდა უნდა ავხადოთ.