ქათმის ნაზი წვნიანი ბავშვებისთვის

ქათმის ნაზი წვნიანი ბავშვებისთვის

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 3

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 1-2 ცალი

კარტოფილი - 2-3 ცალი

სტაფილო - 1/2 ცალი

ხახვი - 1 თავი საშუალო ზომის

მდნარი ყველის ფირფიტა - 2 ცალი

ზეთი - 1-2 ს/კ

მარილი და პილპილი

დაფნის ფოთოლი - 1 ცალი

სასურველი მწვანილი

მომზადების წესები

ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად, ჩაყარეთ ადუღებულ მარილწყალში (600-700 მლ) და ხარშეთ 10-15 წუთი.

დაჭერით კარტოფილი კუბიკებად და დაუმატეთ წვნიანს ხარშვისას.

დაჭერით სტაფილო კუბიკებად, ხახვი - წმინდად და მოხრაკეთ ზეთში ცალკე.

შემდეგ დაუმატეთ მოხრაკული ბოსტნეული წვნიანს და გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 10-15 წუთ.

ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მდნარი ყველის ფირფიტები, ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. დაუმატეთ მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი და ადუღეთ კიდევ 5-7 წუთი.

მზა წვნიანს დაუმატეთ დაჭრილი ქორფა მწვანილი.