“მივესალმები დამახინჯებულ ლიბერალიზმს, ტელევიზია “პირველს” – ამ სიტყვებით დაიწყო ინტერვიუს მიცემა ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ. გადაცემის “დღის ამბების” ჟურნალისტმა დეპუტატს ჰკითხა დაეკონკრეტებინა თუ რას გულისხმობდა რესპონდენტი “დამახინჯებული ლიბერალიზმში”, რაზეც მან მიუგო:
“დამახინჯებული რა არის? – რაც, თქვენი ტელევიზიის ეთერიდან მრავლად გამოედინება. თქვენი გადაცემებიდან გამომდინარე, მე ასეთი მდგრადი შთაბეჭდილება მექმნება”, –
კლასიკური ლიბერალიზმი მეც მომწონს, მომხრე ვიყავი, როდესაც ეს ცნება შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში სადღაც 25-30 წლის წინ, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო 10 წელია, ეს არის ნამდვილად დამახინჯებული, დამახინჯებული რაც არის თქვენი ტელევიზიიდან მრავლად გამოედინება, ჩვენ ქვეყანაში ჩვენ მი ვიღეთ ფუნდამენტური ლიბერალიზმი, უფრო სწორია ლიბერტარიანიზმი, ეს არის უღმერთო, უეროვნებო, უსქესო და ყველაფერი უ-უ პიროვნება, რაღაცა გაუგებარი უფორმო არსება, რომელიც ყველაფერს ეთანხმება, ეს არის დამახინჯებული ცნება და შეგრძნება თავისუფლების და საერთოდ ცნებების აღრევა, დაცინვა ეროვნული ფასეულობების და ა.შ“
თამარ ჩიხლაძე: – „როდის დასცინა ტელეკომპანია პირველმა ფასეულობებს, ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს? და როდის დაამახინჯა ლიბერალიზმი?
ადა მარშანია: – „თქვენი გადაცემებიდან გამომდინარე მე ასეთი მდგრადი შთაბეჭდილება მაქვს.“
თამარ ჩიხლაძე: – „უფრო კონკრეტულად თუ გვეტყვით, ოღონდ გთხოვთ სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული განცხადებების გარეშე“
ადა მარშანია: – „ბატონო? ვერ გავიგე? მე ახლა დისკრიმინაციული განცხადება გავაკეთე?“
თამარ ჩიხლაძე: – „არა, უბრალოდ თავი დავიზღვიე.“
ადა მარშანია – „ეს არის ჩემი შეხედულება, ჩემი პოზიცია და თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ მე დისკრიმინაციულად გესაუბრებით, მაშინ მე გავჩერდები, არ დაგელეპარაკებით, ისედაც მეჩქარება სხდომათა დარბაზში, რიგში ვარ, მინისტრს უნდა დავუსვა შეკითხვა. მე არ მაინტერესებს არანაირი ლიბერალიზმი, მე მაინტერესებს და ჩემთან ახლოს არის იდენტობა ეროვნული, ეროვნული ფასეულობები და ამ ფასეულობების გატარება.“
თამარ ჩიხლაძე: – „ამას ლიბერალიზმი ხელს რატომ უშლის?
ადა მარშანია: – „კლასიკური ლიბერალიზმი ხელს არ მიშლის, ფუნდამენტალისტური რომელსაც თქვენ ქადაგებთ, ხელს მიშლის.“
თამარ ჩიხლაძე: – „რადგან თქვენ აფასებთ ტელევიზიას, მეც თავს უფლებას მივცემ, თქვენი განცხადებები ეს არის ტიპიური რუსული ნარატივის გაგრძელება ერთგვარი ანტიდასავლური შიშების, ფიქრობთ თუ არა რომ ამით აძლიერებთ ანტიდასავლურ განწყობებს?
ადა მარშანია: – „არ ვფიქრობ რასაკვირველია, ეს არის შტამპი და ამ შტამპებს და იარლიყებს თქვენ ავრცელებთ და პროპაგანდისტი ხართ ამ შტამპების, რუსების არ მეშინია და ევროპის რატომ უნდა მეშინოდეს. საღი აზრი არ ნიშნავს ანტიდასავლურობას და რუსულ ნარატივს. ამ შტამპებს თავი გაანებეთ.
თამარ ჩიხლაძე: – „თქვენ დაიწყეთ შტამპებზე საუბარი და დამახინჯებული ლიბერალიზმის შტამპი მივიღეთ თქვენგან და ამიტომ მივეცი თავს უფლება.“