ღუმელში მომზადებული ქათამი ბერძნულად - იდეალური კერძი ოჯახური ვახშმისთვის

ღუმელში მომზადებული ქათამი ბერძნულად - იდეალური კერძი ოჯახური ვახშმისთვის

ინგრედიენტები

იოგურტი ან კეფირი - 1 ჭიქა (ნაკლებად ცხიმიანი)

ქათმის ბარკალი - 2 კგ

ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ

ორეგანო - ს/კ

მარილი, შავი პილპილი, წიწაკა - გემოვნებით

ნიორი - 2-4 კბილი

ლიმონის წვენი - 2 ს/კ

ოხრახუშის პატარა კონა

მომზადების წესები

ბერძნული მარინადის მომზადება

შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი და  იოგურტი ( ან კეფირი), დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი, მარილი, პილპილი, ორეგანო, ლიმონის წვენი და დაჭრილი ოხრახუში.

სპეციალურ პაკეტში გადაიტანეთ ქათმის ბარკლები და დაუმატეთ მარინადი. პაკეტი მაცივარში რამდენიმე საათით დატოვეთ.

ღუმელი 190 გრადუსამდე გააცხელეთ. ხორცი მარინადთან ერთად საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, ფოლგა დააფარეთ და მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ფორმას ფოლგა მოაშორეთ და გამოაცხვეთ სასურველი ფერის მიღებამდე.