სალათა

სალათა "სტაფილო" ბავშვებისთვის

ბავშვები სიამოვნებით და დაძალების გარეშე შეჭამენ სასარგებლო, ჯანსაღ საკვებს.

ინგრედიენტები

სტაფილო - 2 ცალი

ზეითუნის ზეთი - 2 ჩ/კ

კამა - 1 კონა

შაქარი - გემოვნებით

მომზადების წესები

სტაფილო გაფცქვენით, გარეცხეთ და გააშრეთ. კამა გარეცხეთ, გააშრეთ.

გახეხეთ სტაფილო წვრილად.

დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ.

გაშლილ თეფშზე მიეცეით მასას სტაფილოს ფორმა. კამით გაუკეთეთ ფოჩი.