როგორ მოვამზადოთ წიწიბურას პოპკორნი 5 წუთში

როგორ მოვამზადოთ წიწიბურას პოპკორნი 5 წუთში

წიწიბურას პოპკორნს ხშირად იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში. უმატებენ ნამცხვრებს, შინ მომზადებულ შოკოლადს, ნაყინს..

ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით ძალიან გემრიელი პოპკორნი გამოდის და ის შეგიძლიათ არა მარტო დაუმატოთ საკონდიტრო ნაწარმს, არამედ ისედაც მიირთვათ, როგორც გემრიელი სნეკი... ძალიან კარგი საუზმედ რძეში ჩაყრილი.

ინგრედიენტები

წიწიბურა - 100 გ

ზეთი - 3 ს/კ

მომზადების წესები

მოამზადეთ სქელძირიანი ტაფა (სასურველია, იყოს თუჯის) და დადგით ძლიერ ცეცხლზე.

როგორც კი ტაფა გაცხელდება, ჩაყარეთ ერთ ფენად წიწიბუდა, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი (როგორც წესი, 3 ს/კ 100 გ წიწიბურად თავისუფლად ყოფნის) და ხრაკეთ ბურღულეული იქამდე, სანამ არ გათეთრდება.

რამდენიმე წუთი საკმარისი იქნება. როგორც კი გათეთრდება წიწიბურა, გადმოდგით ცეცხლიდან. დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე, სანამ არ მოცილდება ზედმეტი ცხიმი. გემრიელი სნეკი მზად არის..

ჩაუჯექით ფილმს ან ფეხბურთს და გაერთეთ.