ფლორიდის პარლამენტმა მასწავლებლების შეიარაღების უფლებას მხარი დაუჭირა

ფლორიდის პარლამენტმა მასწავლებლების შეიარაღების უფლებას მხარი დაუჭირა

ფლორიდის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით მასწავლებლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლება მიეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სავარაუდოდ, შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი კანონპროექტს ხელს მოაწერს, რის შემდეგაც სკოლებს მიეცამათ არჩევანის უფლება. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ მასწავლებლებს იარაღის ტარების უფლება მისცენ, თითოეული მათგანი სპეციალურ კურსებს გაივლის.

გასული წლის 22 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სკოლის თანამშრომლებს იარაღის ტარება შესთავაზა. ამის შესახებ ქალაქ პარკლენდის (შტატი ფლორიდა) სკოლაზე თავდასხმის დროს გადარჩენილებთან შეხვედრის დროს თქვა. გარდა ამისა, მან შეხვედრის მონაწილეებს სკოლის დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანაც შესთავაზა.

თუმცა, ტრამპის ინიციატივას მასწავლებლების შეიარაღებაზე „საშინელი იდეა“ უწოდეს.

ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. თავდამსხმელმა სკოლის შენობაში შესვლამდე 3 ადამიანი მოკლა, შენობის შიგნით - 12. ორი დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი ნიკოლას კრუზი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და ამ სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს, დაკავებულია. ამ თავდასხმის შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა დისკუსია იარაღის საკითხის რეგულირების აუცილებლობის შესახებ.