ასანჟს ლონდონში 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა

ასანჟს ლონდონში 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა

WikiLeaks-ის თანადამფუძნებელ ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევის გამო ბრიტანეთში 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლოს წინაშე წაკითხულ წერილში ასანჟი აცხადებს, რომ ის მძიმე გარემოებებს ებრძვის. მან მოუბოდიშა იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასანჟი მათ პატივს არ სცემს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებაში და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ჯულიან ასანჟს აშშ-ს ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემენ, თუ მიიღებენ წერილობით გარანტიებს, რომ მას სიკვდილით დასჯა არ დაემუქრება.

ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიმდინარე წლის 11 აპრილს აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს მას შემდეგ, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა.