რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მზადაა, რომ უკრაინის ყველა მოქალაქეს რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მისცეს.
„ჩვენ არა მხოლოდ დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას, არამედ ვფიქრობთ, რომ ამგვარი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ,“ - განაცხადა პუტინმა, რომელმაც 24 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.