პუტინთან კამათისას ლუკაშენკომ სკამი ისროლა... 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე ჩასვლაც გადაიფიქრა - ბელორუსის და რუსეთის გაერთიანება

პუტინთან კამათისას ლუკაშენკომ სკამი ისროლა... 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე ჩასვლაც გადაიფიქრა - ბელორუსის და რუსეთის გაერთიანება

ბელორუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პეკინში მიმდინარე სამიტი ვლადიმირ პუტინთან კონფლიქტის გამო დროზე ადრე დატოვა.

ბელორუსის მმართველის თვითმფრინავი 26 აპრილს ჩინეთიდან გამოფრინდა და მინსკისკენ გაემართა, ლუკაშენკო ოფიციალური შეხვედრების დასრულებას არც კი დაელოდა.

თვითმფრინავის გადაადგილება დასტურდება PlaneFinder-ის საიტზეც, რომელიც თვითმფინავების მოძრაობას აკონტროლებს. იქ ნაჩვენებია, რომ ბორტი EW-001PB მინსკში 26 აპრილს ღამით გაფრინდა.

„ლუკაშენკომ გამოტოვა შაბათს დაგეგმილი ყველა ღონისძიება. ეს იყო პასუხი პუტინის მიერ მის შეურაცხყოფაზე, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრას თავი აარიდა.“- განაცხადა ჟურნალისტმა სერგეი დოენკომ ლუკაშენკოს ქმედებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს Twitter-ზე და Facebook-ზე მომხმარებლები ლუკაშენკოს დემარშის სხვა ვერსიასაც განიხილავენ.

„პეკინში პუტინთან კამათისას ლუკაშენკომ სკამი ისროლა, სასტუმროში შევლის გარეშე გაემართა აეროპორტში, ჩინეთის მეთაურმა ღონისძიება შეაჩერა, დაურეკა ლუკაშენკოს, თუმცა მან არ უპასუხა, ლუკაშენკო მინსკში გაფრინდა და 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე ჩასვლაზაც გადაიფიქრა.“

„პეკინში ვიზიტისას, პუტინთან მოკლე, მაგრამ დაძაბული შეხვედრის დროს ლუკაშენკომ სკამი გატეხა, სწრაფად დაბრუნდა მინსკში და მოსკოვის ე.წ „თხუნელების“ დაკავება დაიწყო. დაპატიმრებულია უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ანდრეი ვტიურინი და ბელტელეკომის ხელმძღვანელი. „ბატკა“ საბოლოოდ მიხვდა, რომ „ან ყველაფერი, ან არაფერი“.- წერენ ინტერნეტმომხმარებლები. რუსეთმა უკან გაიწვია ბელორუსში რუსეთის ელჩიც, გავრცელებული ინფორმაციით, ეს ლუკაშენკოს მოთხოვნა იყო.

შეგახსენებთ, ბოლო დროს მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რუსეთი პრაქტიკულად ღიად მოითხოვს „სახელმწიფოთა კავშირის“ შექმნას ბელორუსთან, რაც დე ფაქტო ნიშნავს ბელორუსის ანექსიას. აღნიშნული შეთანხმება 1999 წელს არის დადებული , თუმცა გასული წლიდან რუსეთმა ბელორუსს ამ შეთანხმების შესრულება მოსთხოვა, როგორც უცხოური მედია წერს, რუსეთის და ბელორუსის გაერთიანებას კრემლში განიხილავენ, როგორც პუტინის ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას 2024 წლის შემდეგაც, როცა მას მეორე საპრეზიდენტო ვადა დაუსრულდება. პუტინი იქნება სახელმწიფოთა კავშირის მეთაური და თან ამით არც რუსეთის კონსტიტუციას არ დაარღვევს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლმა ლუკაშენკოს ქვეყნების გაერთიანების სანაცვლოდ, ახალი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. ამასთან როგორც უცხოური მედია წერს, რუსეთთან გაერთიანების წინააღმდეგ გამოდის ბელორუსის მოსახლეობის უმრავლესობა.