თეთრი სახლი: ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციას ვაკვირდებით

თეთრი სახლი: ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციას ვაკვირდებით

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სამხედროებსა და მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, აშშ ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციას მონიტორინგს უწევს და აკვირდება. აშშ-ის სენატორმა, მარკო რუბიომ Twitter-ზე ხუან გუაიდოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სამხედროებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც თავად გუადო ამტკიცებდა, მას სამხედროების ნაწილი უკვე შეურთდა.

3 აპრილს გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.